19:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 17:50:27, 459 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - შევარდნაძემ ივანიშვილს სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა - მან უარი თქვა - ეტყობა, ინსტრუქცია მიღებული არ იყო

ბევრი მადანაშაულებს შეცდომით, რომ მე ჩამოვიყვანე ივანიშვილი - როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ბიძინა ივანიშვილს „ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა, თუმცა ივანიშვილმა მაშინ უარი თქვა - ეტყობა, ჯერ კურატორებისგან ინსტრუქცია არ იყო მიღებული“.

„დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში.

მინდა, ამ ადამიანებს ვუპასუხო - მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხალხისთვის ამეხსნა, თუ რა საფრთხის წინაშე ვიყავით, ამის იქით მაშინ უნდა გაგვეუქმებინა არჩევნები და მეც დიქტატურად გადავქცეულიყავი და ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი.

ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები.

კიდევ ერთი - ბევრი მადანაშაულებს შეცდომით, რომ მე ჩამოვიყვანე ივანიშვილი.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა, თუმცა ივანიშვილმა მაშინ უარი თქვა - ეტყობა, ჯერ კურატორებისგან ინსტრუქცია არ იყო მიღებული“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics