19:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 20:06:42, 437 ნახვა

პოლიტიკა
პროტესტის მე-20 დღე დედაქალაქში - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ადამიანები არიან შეკრებილები. საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს.

რაც შეეხება საპოლიციო მობილიზებას, ისინი მცირე რაოდენობით არიან ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე.

რუსთაველის გამზირზე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და ისტორიკოსთა მარში მსვლელობით მოდის, ისინი სულ მალე მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან იქნებიან.

შეგახსენებთ, დედაქალაქი და სხვა ქალაქები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საზოგადოებისთვის  „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics