|
2024-12-17 15:16:56, 290 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კალასის განცხადებაზე - მათი განცხადებები, რომ აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ფარისევლურია
ეს განცხადებები არის სიტყვების ბრახაბრუხი. გაიხსენეთ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც მათი განცხადებები, რომ ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგული, მაგარი ხალხი ხართ ქართველები, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდიო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას საგარეო საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის, მარია კალასის განცხადებების კომენტირება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა, ქართველ ხალხს კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობამ აირჩია, არავის მისცემს ქვეყანაში არეულობის გამოწვევის შესაძლებლობას. მისივე თქმით, კაია კალასის განცხადება ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ფარისევლურია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
დედაქალაქის მერი, ასევე გამოეხმაურა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, საქართველოს უკვე ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)