|
2024-12-17 11:38:07, 329 ნახვა
საზოგადოება
2024 წელს სამგორის რაიონში 58 რეკრეაციული სივრცე და 12 სპორტული მოედანი მოეწყო
სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისი მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 149 226 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. „ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ რეაბილიტირებულა. მიწისქვეშა კომუნიკაციები 11 მისამართზე მოეწყო, ხოლო გრუნტის დამჭერი კედელი - 8 მისამართზე. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რაიონს 58 ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, მოეწყო 12 სპორტული მოედანი, მათ შორის აფრიკის დასახლებაში ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული მოედანი. ასევე, ფიტნეს ზონები და საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 10 მისამართზე მოეწყო. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 215 პროექტი შესრულდა. მათ შორის 120 კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა, მიწისქვეშა კომუნიკაციები 25 მისამართზე მოეწყო. რეაბილიტირდა და განახლდა 38 ლიფტი. 117 მისამართზე კი ჩატარდა სხვადასხვა სამუშაო. ასევე, მიმდინარე წელს გამგეობამ 10 კულტურული და 8 სპორტული ღონისძიება გამართა. ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 46 659 945 ლარი დაიხარჯა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)