00:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 23:30:10, 365 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი პეტრიაშვილზე თავდასხმას "მაღალი ცინიზმით ჩადენილ დანაშაულს" უწოდებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ალექსი პეტრიაშვილის საქმის დროული გამოძიების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები მაღალპროფესიულად გამოიძიებენ საქმეს და საზოგადოებაში კითხვის ნიშნები აღარ დარჩება. ის მომხდარს „მაღალი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული" უწოდებს.

''რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს საქმე გახსნილი. სიჩქარეში რამე ისეთი არ უნდა დაგვემართოს, რომ კიდევ უფრო მეტი კითხვები დარჩეს. გამოძიება ისე უნდა დასრულდეს, ისეთი მაღალი კვალიფიკაციით, რომ არავის კითხვები არ დარჩეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ კანონი და მოსამართლე ძალიან მკაცრი იქნება დამნაშავის მიმართ იმიტომ, რომ ასეთი ცინიზმით ჩადენილი დანაშაულებები განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა ისჯებოდეს, რომ ვინმეს რამე ავი აზრები არ გაუჩნდეს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემა არჩევანში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics