|
2024-12-15 17:30:18, 448 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად, რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. გადაკეტილია მტკვრის მარცხენა სანაპიროს ნაწილი. ამ წუთებში, საფეხბურთო კლუბების - „რეალისა“ და „ბარსელონას“ ქართველი გულშემატკივრები ფოლარმონიიდან პარლამენტისკენ მიემართებიან. პარალელურად, საპროტესტო მსვლელობა იმართება მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდანაც, სადაც ხელოვანები იყვნენ შეკრებილი. ხელოვანების მსვლელობას კულტურის სამინისტროსთან შეკრებილი ხელოვნებათმცოდნეები და რესტავრატორები, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კი, IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, საქართველოში საპროტესტო აქციები მე-18 დღეა იმართება. თბილისი და სხვა დიდი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)