|
2024-12-14 11:58:42, 404 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტთან ბურთის თამაშზე - საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად მოქალაქეების მიერ რუსთაველის გამზირზე ბურთის თამაშს ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს.
შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)