20:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 21:26:59, 406 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ერთი რამ ვერ გათვალეს ოპონენტებმა, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა არ გვიჭირს

ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი,  გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ უცხოური ჩარევით რევოლუციის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა, ოთხივე ჯერზე ჩვენ ამას დავუპირისპირეთ პროპორციული ძალა და ყველა ეს მცდელობა იქნა განეიტრალებული".

"ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი დღეს, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ უცხოური ჩარევით რევოლუციის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა, ოთხივე ჯერზე ჩვენ ამას დავუპირისპირეთ პროპორციული ძალა და ყველა ეს მცდელობა იქნა განეიტრალებული. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სისტემა მზად არის იმისათვის, რომ ნებისმიერ ასეთ მცდელობას დაუპირისპირდეს, უფრო მეტიც, თანდათანობით ისე მიდის პროცესები, რომ პრაქტიკულად უკვე მომავალში შეგვიძლია გამოვრიცხოთ ასეთი პროცესებიც კი", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics