|
2024-12-13 20:17:04, 395 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის დელეგაცია - ევროპარლამენტი ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით დგას
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს. როგორც იუკენევიჩიენე წერს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შემოიღოს სანქციები, მოითხოვოს ახალი არჩევნები და მხარი დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლებს.
როგორც ევროპარლამენტარების განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით. განცხადებას ხელს აწერენ:
შეგახსენებთ, გუშინ, 12 დეკემბერს, ევროპარლამენტარების დელეგაცია თბილისში იმყოფებოდა. ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოგვიანებით, ისინი მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები მე-16 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)