20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 13:45:05, 395 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებაზე“ - კი, არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის - რუსეთის!

ურცხვად ამტკიცებენ, რომ პატრიოტები არიან. დავუდასტუროთ - კი, არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის - რუსეთის! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით აცხადებს. 

მანჯგალაძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კეთილდღეობაზე საუბრობენ, მაგრამ ერთ მილიონამდე ქართველი ქვეყნიდან გააქციეს.

„საუკუნეებია, საქართველო რუსული ოკუპაციისაგან გათავისუფლებას ცდილობს. „ქოცები“ კი, მათი თქმით, აშშ-ისა და ევროპისგან იცავენ ქვეყანას. 

რა მავნეა ეს რუსული პროპაგანდა! ჯერ მტრის და მოყვარის მცნებების აღრევას იწყებს, მერე ყველაფერი თავდაყირა დგება. აბა, სად ივანიშვილი და სად თავისუფლებისთვის ბრძოლა? სად „ქოცები“ და სად მშვიდობა, როცა რამდენიმე დღეა, საკუთარ მოქალაქეებს ებრძვიან და არბევენ.  

კეთილდღეობაზე საუბრობენ, მაგრამ ერთ მილიონამდე ქართველი გააქციეს ქვეყნიდან; სარწმუნოებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ღმერთის ხატებას უბრალო ბავშვებსა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდებს სპეცრაზმით დასდევენ, იჭერენ და სახის ძვლებს უმსხვრევენ; ევროპაში მივდივართო, მაგრამ პუტინი და მისი რეჟიმი თითქმის ყოველდღე აქებს და ადიდებს მათ.

ამის მერე კი, ურცხვად ამტკიცებენ, რომ პატრიოტები არიან. დავუდასტუროთ - კი, არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის - რუსეთის! არა რუსულ რეჟიმს! არა „ქოცობას!“ წინ ევროპისკენ! არ ვიშლებით! არ ვნებდებით! ბრძოლა გამარჯვებამდე!“ - აცხადებს მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics