20:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 23:40:44, 459 ნახვა

პოლიტიკა
მაკრონი - აშკარაა, რომ საქართველო მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა - საქართველოში ევროპული გზის დამცველებს მხარდაჭერას ვუცხადებთ

ძალიან აშკარაა, რომ საქართველო ძალიან ცხადი, მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

“ძალიან აშკარაა, რომ საქართველო ძალიან ცხადი, მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მინდა ხელახლა გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალიან უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არჩევნების შემდეგ ევროპული გზის ღალატის გამო, რაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ”,- განაცხადა მაკრონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics