20:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 15:13:14, 416 ნახვა

პოლიტიკა
„ნუ იქნებით ოკუპანტის ხმოსნები“ - მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

„ნუ იქნებით ოკუპანტის ხმოსნები“ - ამ სახელმწოდებით აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ პეტიცია შექმნა.

manifest.ge-ზე 11 დეკემბერს გამოქვეყნებული პეტიციით მოქალაქეები მოუწოდებენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო მიმართვა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას - საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 1991 წელს არჩეულ აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, მოგენიჭათ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის (300 წევრიდან) ხმოსნობა, რაც არ გაძლევთ სამართლებრივ უფლებას, მიიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ  2024 წლის 26 ოქტომბრის ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა არცერთმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ევროკავშირმა, აგრეთვე სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა აშშ-მა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის გარანტია.

აქედან გამომდინარე, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს, არ მიიღოთ მონაწილეობა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგმულ ფარსში, გაემიჯნოთ ამ უკანონო პროცესებს. ქვეყნის „მთავარსარდლის“ არალეგიტიმურ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა მოახდენს აფხაზეთის ა/რ-ის ისედაც რეპუტაციაშელახული ინსტიტუციების ძირეულ დისკრედიტაციას“,- აღნიშნულია პეტიციის ტექსტში. 

პეტიციას, რომელზეც 2 000 ხელმოწერაა საჭირო, ხელს ამ დროისთვის 151 პირი აწერს. ხელის მოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics