|
2016-03-01 18:09:22, 603 ნახვა
საზოგადოება
Jandacva.ge-ის პრესკლუბში პირველ შეხვედრას დავით მაჭარაშვილი გამართავს
2 მარტს 16:00 საათზე jandacva.ge-ის პრესკლუბში (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - GAU, მის: ალექსიძის 8) ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით პირველ შეხვედრას გამართავს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მაჭარაშვილი. სასაუბრო თემა იქნება მედიკამენტების ხარისხი. jandacva.ge-ის პრესკლუბი - ეს არის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ერთერთი ძირითადი მიმართულება მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაა. ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია ითამაშებს ერთგვარი მედიატორის როლს ჟურნალისტებსა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს შორის. ასოციაციის მიერ დაარსებული პრესკლუბი სისტემატურად უზრუნველყოფს მოსახლოებისთვის საინტერესო და საჭირო თემების განსახილველად გამოტანას. ჩვენ მიერ ორგანიზებული შეხვედრებით მედიის წარმომადგენლები შეძლებენ მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე. ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებით ასოციაცია ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან თანამშრომლობას. ასოციაციის კარი ღიაა ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ყველა ჟურნალისტისთვის.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)