21:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 14:18:15, 379 ნახვა

პოლიტიკა
მელია - პატრულის თანამშრომლები არიან რუსული სისტემის საყრდენები, აბსოლუტურად ყველას საქმე მათი „დასმენით“ იკერება

პატრულის თანამშრომლები არიან რუსული სისტემის საყრდენები, აბსოლუტურად ყველას საქმე მათი „დასმენით“ იკერება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ „შექმნილია დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომლის ბოლო და ყველაზე ამორალური, ბინძური რგოლი, პატრულის თანამშრომელია“.

„გომელაურის მიერ შექმნილია დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომლის ბოლო და ყველაზე ამორალური, ბინძური რგოლი, არის პატრულის თანამშრომელი, რომელსაც ნაწამებ ადამიანს გადასცემენ, მანქანაში უსვამენ და მოწმედ უშვებენ სასამართლოში, საერთოდ რომ არ შესწრებია, ისეთ ეპიზოდთან დაკავშირებით, მიდის პატრული სასამართლოში და მის წინ მდგომი, ნაწამები ადამიანის შესახებ, წინასწარ შეთითხნილ ცრუ ჩვენებას აძლევს. 

პატრულის თანამშრომლები (ვითომ ყველაზე ზრდილობიანები და უდანაშაულოები), არიან ამ რუსული სისტემის საყრდენები, აბსოლუტურად ყველას საქმე მათი „დასმენით“ იკერება!“ - წერს მელია „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics