21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 18:15:23, 524 ნახვა

პოლიტიკა
PACE - მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც მიუღებელია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში მიმდინარე პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) გამოხატეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციის ლიდერებისა და საპროტესტო აქციის წევრების დაკავებების გამო.

"დაკავებების დროს პოლიციის მიერ ძალადობასთან და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ადგილი არ აქვს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში", - განაცხადეს კერნმა და ესტრელამ.

მომხსენებლებმა ასევე დაგმეს პოლიციის სისასტიკე ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების მიმართ.

"არსებობს დაუსჯელობის განცდა პოლიციის ძალადობისთვის და ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ, რაც მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, მათი ვალდებულებების შესაბამისად",- აღნიშნულია მომხსენებლების განცხადებაში.

გარდა ამისა, მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალადობისა და ძალის გადამეტების ყველა შემთხვევა და პასუხისმგებელ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics