23:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 16:13:03, 600 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - აქციაზე დაკავებული 327 ადამიანიდან 225 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - 157-ს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება

28 ნოემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, 327 პირიდან 225 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს და აქედან, 157 პირს ხილული დაზიანება აღენიშნება.

"უშუალოდ მე და ჩემმა რწმუნებულებმა 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად განვახორციელეთ ვიზიტები. 28 ნოემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი. მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - 225 პირი. ხილული დაზიანება აღენიშნება - 157 პირს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება",- განაცხადა იოსელიანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics