|
2024-12-10 10:52:30, 753 ნახვა
მსოფლიო
ასადის რეჟიმის დროს საზღვარგარეთ გაქცეული სირიელები სამშობლოში ბრუნდებიან
ლიბანისა და თურქეთის საზღვართან რიგებია, რადგან ათასობით სირიელი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მცირეა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც პირიქით, ქვეყანას არეულობის შიშით ტოვებენ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ თუ სირიაში პოლიტიკური სტაბილურობა დადგება, 2025 წელს მოსალოდნელია სირიის იმ მოქალაქეების უფრო მასიური დაბრუნება, რომლებიც სამოქალაქო ომისა და პოლიტიკური რეპრესიების გამო, ქვეყნიდან იყვნენ გაქცეულები. სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წლიდან დაიწყო, რის გამოც, ქვეყანა, დაახლოებით, 6,7-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა მოსაზღვრე ქვეყნებში ცხოვრობს. დაახლოებით, 3,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი მიიღო თურქეთმა, მილიონამდე ლიბანმა და დაახლოებით, ამდენივე იორდანიამ. ევროკავშირმა კი თავშესაფარი 1,3 მილიონ სირიელს მისცა 2015-2023 წლებში. მათი უმეტესობა - დაახლოებით, 700 ათასი - გერმანიაში ცხოვრობს. ნოემბრის ბოლოს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს ღამით, აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ სირიის დედაქალაქი დამასკო მათი კონტროლის ქვეშ იყო. ასადი ქვეყნიდან გაიქცა და რუსეთში თავშესაფარი მიიღო. აჯანყებულთა ლიდერები არჩევნების გზით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პირობას დებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)