21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 00:45:46, 475 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - „TV პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია - ამას ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს

ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმას. 

როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, „იმედი აქვს, დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა“.

„TV პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია…

ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს საშინელება ასხამს წყალს…

იმედი მაქვს, გამოძიება დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა“,- წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, დღეს, 8 დეკემბერს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა განხორციელდა. ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics