|
2024-12-07 20:55:19, 468 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველზე სხვადასხვა კონფენსიის წარმომადგენელმა მსვლელობა გამართა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით- „ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის“. "დაინახეთ ღმერთი, დაინახეთ ადამიანი. დაზოგეთ, გიყვარდეთ საკუთარი მომავალი" - უთხრეს პოლიციელეს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა. მათ კიდევვ ერთხელ მოუწოდეს სპეცრაზმს - "ნუ იძალადებენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მომავალ იცავენ". "ყველას შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ შეწყვიტონ ბოროტების ქმნა, დაიწყონ სიკეთის კეთება, გამოესარჩლონ ობოლს, ქვრივს, ჩაგრულს. ძლიერს არ სჭირდება დაცვა, ქომაგობა, ის ისედაც დაცულია - კანონით, ძალით, ჩაფხუტით..." - მღვდელი გიორგი წეროძეს მიმართვა პოლიციელებს რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)