21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 22:11:38, 420 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - მომავალ კვირას საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა

მომავალ კვირას საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც რასა იუკნევიჩიენე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ „მთავარ არხთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პოლიტიკურ პარტიებთან აუდიენციას გამართავს. 

„ჯერ კიდევ ევროპული ინტეგრაციის შეჩერებამდე და ასეთი ბრუტალური დარბევების წინ, ჩვენ მოვითხოვეთ ხელახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციის ქვეშ. ჩვენ მომავალ კვირად საქართველოში ჩამოვალთ, შევცვდებით ხელისუფლების ლეგიტიმურ ორგანოებს: პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. აუცილებლად მოვინახულებთ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს, თუ ამის საშუალება მოგვცემენ. სამწუხაროდ, საქართველოში ახლა გაცილებით მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე აქამდე. რაც მთავარია, ეს ხდება ევროკავშირის წევრობის მსურველ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში. ზოგჯერ გვეუბნებიან, თქვენ ნაკლებად კრიტიკულები ხართ შუა აზიის ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების მიმართ. დიახ, ჩვენ უფრო კრიტიკულები ვართ, როდესაც საქმე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ეხება. მოთხოვნები და სტანდარტები ძალიან მაღალია“,- განაცხადა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics