22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 17:51:53, 409 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გაადაამტვრიონ

ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური პროპაგანდა“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კალაძემ სრული ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, დამახინჯებულად არის ამოჭრილი და გადამონტაჟებული.

„ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, რომლებიც საზოგადოებას უმალავენ სიმართლეს. გაჩვენებთ ვიდეო როგორ არის დამონტაჟებული, თითქოს მე პოლიციელებს მოვუწოდებ იმისკენ, რომ ძვლებში დაამტვრიონ მომიტინგეები. რეალურად, მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ვსაუბრობ შემდეგს:  „გაბედოს და ევროპის რომელიმე ქვეყანაში, გინდ ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ აქციის ზოგიერთი მონაწილე აკეთებდა. ნახეთ რას უზამდა, ძვლებში დაამტვრევენ“. ეს ვიდეო არის „დაჩეხილი“.  ხედავთ, რას კადრულობენ. ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა. მგონი ყველაფერი ცხადია. არავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება დააპირისპიროს, ახალგაზრდები გამოიყენოს სათავისოდ და პირდაპირ გაწიროს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თვითონ მოკალათებულები იყვნენ თბილად ოფისებში, ცხელი ყავა-ჩაი, ცხელი შოკოლადი მიირთვან და ახალგაზრდებს აყენებდენ წინა ფლანგზე, მოუწოდებდნენ, რომ იძალადონ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, გთხოვოთ ახალგაზრდებს, არ მისცეთ ამ უსამშობლო აგენტებს უფლება, რომ გამოგიყენონ“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics