21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 17:21:26, 352 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხალხს დაამახსოვრეს თავი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხალხს დაამახსოვრეს თავი იმით, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს, საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ევროკავშირისგან ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას. 

მისი განმარტებით, ის ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო პერიოდში ხდება, ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული. 

„ისინი, ყველა რადიკალურ ქმედებებს ჩადიან. არაფერი მიკვირს. რა უნდა გამიკვირდეს, რომ ჩვენი დასანქცირება მოითხოვონ მაშინ, როდესაც ქვეყნის დასანქცირებას ითხოვდნენ? პირდაპირ კაბინეტებში დარბოდნენ, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. ამაზე პროტესტი არავის გამოუხატავს, სამწუხაროდ. ვინ დაზარლდებოდა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი რომ შეეჩერებინათ? ამას რომ აკეთებ და პოლიტიკოსი გქვია, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხალხს დაამახსოვრეს თავი იმით, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი - აკადრეს ისეთი რამ, უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა, დღეს კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს, გაჯერებული სიძულვილითა და ბოროტებით, საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ლიბერალური ფაშიზმი არის თავსმოხვეული ჩვენს ქვეყანაზე. ყველა სფეროში შეაღწიეს და, რა თქმა უნდა, გარედან არის დაორგანიზებული. ჩვენ ამ ყველაფერს დავამთავრებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics