07:43 - 26 May, 2026
|
2016-03-01 13:18:13, 615 ნახვა
საზოგადოება
მერიას მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასების მომატების რესურსი არ აქვს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიას მემანქანეებისთვის ხელფასების მომატების რესურსი არ აქვს. „მერიას ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ისინი გეგმავენ, რომ წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყების შესახებ შესაბამის უწყებებში დღეს განცხადება შეიტანონ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)