22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 21:55:29, 347 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკენი - აშშ ეუთოს არაერთი წევრის შეშფოთებას „ოცნების“ გადაწყვეტილების გამო იზიარებს

ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს არაერთი წევრის შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეუთოს მინისტერიალის საბჭოზე განაცხადა. 

ბლინკენის თქმით, მხარს უჭერენ მშვიდობიან პროტესტს და სასტიკ აგრესიას გმობენ.

„აშშ იზიარებს ეუთოს არაერთი წევრის შეშფოთებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას - მათ წინააღმდეგ, ვინც მოუწოდებენ თავიანთ ქვეყანას დარჩეს ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების გზაზე - განსაკუთრებით, ჟურნალისტების მიმართ თავდასხმებისა და დაკავებების შესახებ ცნობებს. ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთოს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში, პრესის თავისუფლების გაძლიერებაში, ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გაძლიერებაში",- განაცხადა ბლინკენმა.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics