22:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 14:36:28, 463 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ - „ნაცმაიდანი“ ჩავარდა

ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, „გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესები მცირედით მაინც დააზიანონ“.

„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" შემდეგ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის გარკვეული ზიანი მიაყენონ ბიზნესსაქმიანობას და ა.შ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მცდელობებიც არის განწირული წარუმატებლობისთვის. ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics