23:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 22:49:05, 398 ნახვა

პოლიტიკა
პლატფორმა „საბა“ - ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლის შემთხვევებს იცნობს - მისი დამარცხებით არცერთი დასრულებულა!

ელექტრონული წიგნების პლატფორმა „საბა“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მრავალ შემთხვევას იცნობს და არცერთი ეს შემთხვევა თავისუფალი სიტყვის დამარცხებით არ დასრულებულა!

განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციების დარბევისას დაპატიმრებულ და სასტიკად ნაცემ მოქალაქეებს შორის ქართველი მწერლები და მთარგმნელებიც არიან.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების დარბევისას დაპატიმრებულ და სასტიკად ნაცემ მოქალაქეებს შორის ქართველი მწერლები და მთარგმნელებიც არიან. სცემეს, მძიმე დაზიანება მიაყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს პოეტსა და მთარგმნელ ზვიად რატიანს, დაპატიმრებულია პოეტი თორნიკე ჭელიძე, ხოლო მთარგმნელი დავით ხარაიშვილი  სხეულის მრავლობითი, მძიმე დაზიანებით და ტვინის შერყევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ლიტერატურა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლის მრავალ შემთხვევას იცნობს და არცერთი ეს შემთხვევა თავისუფალი სიტყვის დამარცხებით არ დასრულებულა! სოლიდარობა სამართლიანი პროტესტის მონაწილეებს!“- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics