23:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 17:01:31, 402 ნახვა

პოლიტიკა
ფოიერვერკების ყველაზე მსხვილი შემომტან კომპანიაში საგადასახადო შევიდა, დიდი მაღაზიები კი დახურეს

კომპანია "სამ ძმაში" რომელიც საქართველოში ფოიერვერკების ყველაზე მსხვილი შემომტანია საგადასახადო შევიდა. :ექსპრესნიუსის" ინფორმაციით ფინანსური პოლიცია  ამოწმებს დოკუმენტაციას და ფინანსურ კუთხეს.

"ექსპრესნიუსი" კომპანიას დაუკავშირდა, კომპანიის წარმოადგენელმა განაცხადა, რომ ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ამასთან ფინანსურმა პოლიციამ დახურა კომპანიის ხუთივე მაღაზია რომელიც თბილისშია განთავსებული.

კომპანია "სამ ძმას" ფოირვერკები შემოაქვს, ჩინეთი, თურქეთი, იტალია, რუსეთი, უკრაინა, ტაილანდი. საჯარო ინფორმაციით კომპანიის დირექტორია აბელ კაპანაძე.

ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურმა ლილოს ბაზრობაზე ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც საახალწლო პიროტექნიკა იყიდებოდა. ადგილზე მომუშავეები "პირველებთან" ყვებიან, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ლილოს ბაზრობაზე გვიან ღამით მივიდნენ და დიდწილად მაღაზიები ისე დალუქეს, რომ მეპატრონეებმაც არაფერი იცოდნენ. 

ბოლო დღეებში აქციებზე მომიტინგეები სპეცრაზმის წინააღმდეგ ფერად ბოლს და ფოიერვერკებს იყენებს, რათა სპეცრაზმისგან როგორმე თავი დაიცვან.  

 

 

 

ფოტოს გახსნა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics