23:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 17:08:16, 344 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვამ ივანიშვილს, გომელაურსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა.

როგორც ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სიაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია.

„უარი ეთქვათ ლიეტვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს“,- წერს ლანდსბერგისი.

შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ დეკემბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics