00:30 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 16:22:54, 411 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს, და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობს

ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს, და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობს“.

„ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება.  მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად იმალებით, აუცილებლად მოგიწევთ ყველას პასუხისგება. ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს, და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი, რომელიც ძალადობს საკუთარ ხალხზე. ამ ტოტალურ ძალადობას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა: ერთიანობა ჩვენი დაკავებული პატრიოტების მიმართ რეჟიმის კლანჭებიდან გამოხსნის საქმეში, ერთიანობა დაშავებულების მოვლასა და ყურადღებაში. მივმართავ ოპოზიციურ ლიდერებსა და ჩემს მეგობრებს, დავდგეთ ერთად საქართველოსთვის“,- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics