|
2016-02-29 17:19:52, 525 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: კობა გვენეტაძეს კანდიდატურას მხარს ვუჭერთ
"თავისუფალმა დემოკრატებმა" ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს მოუსმინეს. კობა გვენეტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწევტილებას პარტია რამდენიმე დღეში მიიღებს, თუმცა "თავისუფალი დემოკრატები" აცხადებენ, რომ გვენეტაძე პროფესიონალია და მის მიმართ კითხვები არ არსებობს. როგორც პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, კობა გვენატაძეს პროფესიული გამოცდილება ძალიან საფუძვლიანია. “მისი პროფესიული გამოცდილება ძალიან საფუძვლიანია და გვაძლევს იმის განცდას, რომ მას არ უნდა დავუჭიროთ მხარი, ახლა კიდევ იმიტომ შევხვდით, რომ გავიგოთ მისგან დეტალებში რა მიზნები აქვს როგორი აპირებს ეროვნულ ბანკში მოღვაწეობას და შემდგომ თუ მოხდება მისი დამტკიცება ამას რა თქმა უნდა დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენ და მე პირადად მხარს ვუჭერ მას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. “ახლა ბუნებრივია არის დრო პლენარულ სესიაზე ბატონი კობას მხარდაჭერის, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, როდესაც ბატონ ქადაგიძეს ეწურებოდა ვადა იმ დროისთვის უკვე ყოფილიყო ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი და ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა და მიეღო ნებისმიერი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)