02:40 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 01:13:53, 404 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოების ნაწილი - მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილონ - მოქალაქეთა პროტესტი ლეგიტიმურია

მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეთა პროტესტი ლეგიტიმურია.

„2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ” გააკეთა განაცხადი ევროკავშირში მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსის ცვლილების ოფიციალური დეკლარირების გამო და აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, ბათუმი).

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მოქალაქეთა აქციები ატარებენ მშვიდობიან სახეს, სამართალდამცავებმა მაინც გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. 

ქუთაისში დაფიქსირდა სამართალდამცავების მიერ მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები. ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ათრევენ და ხდიან ტანსაცმელს პოლიციელები ძირს დაგდებულ აქტივისტს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ ისეთი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი [00:07; 00:12] თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძეზე მყოფ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. 

ასევე, თბილისში ამავე ტერიტორიაზე გამოიყენეს ფიზიკური ძალა [23:05; 23:14; 00:12]. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 

მოქალაქეთა პროტესტი ლეგიტიმურია!“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED),   „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“,  „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation“, „საქართველოს მომავლის აკადემია“. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics