00:54 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 23:10:20, 414 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - კობახიძე დღესვე უნდა გადადგეს

ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს დღესვე,- ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განუცხადა.

კორძაია, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ქუჩაში საკუთარი მომავლისთვის მებრძოლი ხალხი დგას.

„ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო - მან მაინც ხომ იცის, რომ ეს ხალხი ოპოზიციას არ გამოუყვანია. მისმა უგუნურმა, მოღალატეობრივმა განცხადებამ ხალხი გამოიყვანა ქუჩაში. მოიხედოს და ნახოს, არავინ არ დგას ქართველი ხალხის გარდა, არც მიკროფონი უჭირავს არავის. უბრალოდ ხალხი გააგიჟა დღეს და ჯობია, რომ გადადგეს და დამორჩილდეს ამ ხალხის ნებას. სხვა გზა ახლა აღარ არსებობს იმიტომ, რომ აქ დგას ევროპისთვის, საკუთარი მომავლისთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქე.  ყოველწამიერად იმატებს ხალხის რაოდენობა და ეს მან გააკეთა საქართველოს ღალატით, მეტი არაფერი“,- განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.

კობახიძის განცხადების შემდეგ, თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics