01:18 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 15:28:31, 334 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - შევეცდებით, რომ დიალიზის პროგრამის რეგიონული მოცვა გავზარდოთ

მოგეხსენებათ, რომ დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, გავზარდოთ აღნიშნული პროგრამის რეგიონული მოცვა. იმავდროულად, მნიშვნელოვანია მომსახურების ანაზღაურების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის შესაძლებლობა,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ, აღნიშნა, დიალიზის პროგრამასთან ერთად, უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის სხვა, სამედიცინო მომსახურების მიწოდებაც. 

"გაიზრდება ცალკეული პროგრამების საბიუჯეტო დაფინანსება, რაც მოხმარდება მათი ეფექტიანობის ზრდას. პრიორიტეტული იქნება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების, ტრანსპლანტაციისა და სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მოცვა",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics