|
2024-11-27 12:25:28, 391 ნახვა
პოლიტიკა
აქუბარდია ყაველაშვილის კანდიდატურაზე - ჩემთვის ეს ასოციაციას იწვევს კალიგულასთან და მის ცხენთან სენატში შეპარვის პროცესში
ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციაციას იწვევს კალიგულასთან და მის ცხენთან სენატში შეპარვის პროცესში,- ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას. აქუბარდიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი “უხეირო დიქტატურის სტატუსს ამართლებს“.
შეგახსენებთ, დღეს, მმართველი პარტიის უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი შედის. საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)