|
2024-11-26 21:36:10, 554 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ევროპარლამენტარებსა და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნა, რომ ის ციხეში სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებით იმყოფება. "ამ დრომდე აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები, ათასობით ადამიანი იმყოფება გარეთ და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს პატიმრები და ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)