|
2016-02-29 13:17:37, 615 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია გრძელდება
ტყიბულის შახტების კონსერვაცია ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომელიც გაფიცულ მაღაროელებთან ჩავიდა. დეპუტატი მოლაპარაკებას ყველა მხარესთან გამართავს. „დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. ტყიბულის შახტების კონსერვაცია მიუღებელია ჩვენთვის. მხარეებს ვთავაზობ, რომ მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასთან სასამართლოში წავიღოთ სამუშაო პროცესის განახლების პარალელურად,“ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ. ცნობისთვის, ტყიბულელ მეშახტეთა საპროტესტო აქცია გრძელდება. მაღაროელები და მათი მხრადამჭერები დილიდან ისევ საქნახშირის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. ხელფასების 40 პროცენტამდე გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათ მაღაროელებს მხოლოდ ხელფასების 5%-ით ზრდა შეუძლიათ შესთავაზონ: "ჩვენს მიერ შეთავაზებული იქნა ის მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა ამ ეტაპზე გაკეთებულიყო კომპანიის მეირ. დაუყოვნებლივ 5%-იანი ხელფასების ზრდა. ის ციფრი, რაც დასახელებულია, პირდაპირ გეტყვით, არის აუწევადი კომპანიის მიერ", - აცხადებენ კომპანია "საქნახშირში". კომპანიაში დასძენენ, რომ შექმნილ ვითარებაში უსაფრთხოების მიზნით მენეჯმენტი იძულებულია გარკვეული უბნების კონსერვაცია განიხილოს, რაც მეშახტეებისთვის მიუღებელია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)