04:11 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 14:29:27, 370 ნახვა

საზოგადოება
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზა გაფართოვდა და საყრდენი კედელი მოეწყო

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

“სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული ჭავჭავაძის ქუჩა სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი 4 მეტრით გავაგანიერეთ, მოეწყო დამჭერი კედელი, გაკეთდა ტროტუარი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. საკმაოდ დატვირთული ქუჩაა და პრობლემა იყო მანქანების პარკირება, ასევე,  ზემოთ არის სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საცხოვრებელი კორპუსები და შესაბამისად,  პრობლემას წარმოადგენდა გადაადგილება,  განხორციელებული პროექტის შედეგად კი მოქალაქეებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, ელექტროსადენები მიწის ქვეშ ჩავიტანეთ, დავამონტაჟეთ განათებების ქსელი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტს ასევე გაეცნენ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე. 

გზის გაფართოების მიზნით, აშენდა რკინა-ბეტონის  საყრდენი კედელი, ასევე, მოეწყო ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და გარე განათების ქსელი LED სანათებით;  ნიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები; გზის სავალ ნაწილზე შეიცვალა და დაიხაზა ასფალტის საფარი. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 300 000 ლარით  დაფინანსდა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics