|
2024-11-25 12:03:13, 443 ნახვა
პოლიტიკა
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა [ვიდეო]
საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. პლენარული სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. სხდომას საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება. სესიას „ქართული ოცნების“ 89-ვე დეპუტატი, მათ შორის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. რაც შეეხება ოპოზიციას, სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება. პარლამენტი დღეს კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. აღსანიშნავია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას არ ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ. პირველ სხდომას არაკონსტიტუციურს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)