|
2024-11-24 23:02:02, 552 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან. კარვებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტანილი აქვთ წყალი, საკვები და ღამისთევისთვის საჭირო ნივთები. მანამდე, პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი რესპულიკის მოედნიდან მსვლელობით გადაინაცვლეს. მსვლელობაში, მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური კოალიციების ლიდერებიც მონაწილეობდნენ. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენონ, ხვალ კი, გააპროტესტონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე ვითარება დაიძაბა. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ამის მიუხედავად, ღამისთევისთვის საჭირო ინვენტარით დატვირთულმა რამდენიმე ავტომანქანამ პარლამენტთან მისვლა მაინც შეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)