|
2024-11-24 20:52:26, 476 ნახვა
პოლიტიკა
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. დედაქალაქში ავტოკოლონები აღმოსავლეთ საქართველოდანაც შემოვიდა. მოქალაქეები თბილისში დაანონსებულ მასშტაბურ აქციაზე დასასაწრებად ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნების" გაყალბებული არჩევნებით აღშფოთებულები არიან და არ შეეგუებიან. ისინი თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით "ქართული განათლება საფრთხეშია". ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ საქართველო ახლა ევროპულ მომავალს ჰკარგავს და ამიტომ დღეს და ხვალ პარლამენტთან ბევრი ადამიანის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)