|
2024-11-21 20:18:33, 388 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი ჰააგის პროკურორს კორუფციაში და სექსუალური ძალადობის ბრალდებისგან ყურადღების გადატანაში ადანაშაულებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარი პროკურორი მოქმედებს სექსუალური ძალადობის ბრალდებების ზეწოლის ქვეშ, რათა გადაიტანოს ყურადღება მისი დისკრედიტაციისგან. ისრაელმა პროკურორი დაადანაშაულა კორუფციაში. „ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კორუმპირებული მთავარი პროკურორი ცდილობს დაიცვას თავი მის წინააღმდეგ წამოყენებული სექსუალური ძალადობის სერიოზული ბრალდებებისგან და ისრაელის ანტისემიტური სიძულვილით მოტივირებული მოსამართლეების მიკერძოებისგან“. ამ პროკურორმა იცრუა, როცა ამერიკელ სენატორებს განუცხადა, რომ არ მიიღებდა ზომებს ისრაელის წინააღმდეგ, სანამ ქვეყანას არ ეწვეოდა და არ გაიგებდა მის პოზიციას. თუმცა, მან მოულოდნელად გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი ისრაელში მიმდინარე წლის მაისში, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც გავრცელდა ბრალდებები სექსუალური ძალადობის შესახებ“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)