|
2024-11-21 16:35:33, 1215 ნახვა
მსოფლიო
ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სასამართლო განცხადებაში უთითებს, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები გაცემულია „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულებისთვის, რომლებიც სულ მცირე, 2023 წლის 8 ოქტომბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე იქნა ჩადენილი". „არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როგორც ზემდგომებს, რომლებმაც მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ თავდასხმა და განზრახ მიმართული ომის დანაშაული ჩაიდინეს“,- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ორდერების საფუძველზე, ნეთანიაჰუსა და გალანტს 120-ზე მეტ ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში დაპატიმრება ემუქრებათ. რაც შეეხება მოჰამედ დეიფს, რომლის დაპატიმრების ორდერიც ასევე გაცემულია, ისრაელი აცხადებს, რომ ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმისას დეიფი მოკლა, მაგრამ „ჰამასს“ მისი სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია არ დაუდასტურებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)