|
2024-11-21 09:54:06, 387 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანია - ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს აფხაზეთს რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია
აფხაზეთს, საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტთან" საუბარში განაცხადა. როგორც ბჟანიამ აღნიშნა, რუსები საქმის ვითარებით დაინტერესდნენ და მან აცნობა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და "ოპოზიციას" შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს "დოკუმენტის" რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. "ოპოზიციის" მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებასა და "ოპოზიციას" შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ასლან ბჟანია "თანამდებობიდან" გადადგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)