|
2016-02-28 18:10:00, 415 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: პრემიერმა „რესპუბლიკელებს“ კორექტულობისკენ „მრეწველებზე“ არანაკლებ მოუწოდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, ფრაქციის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა როგორც „მრეწველებს“, ისე „რესპუბლიკელებს“ განცხადების გაკეთებისას კორექტულობისკენ მოუწოდა. როგორც ვოლსკიმ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გოგი თოფაძესა და „რესპუბლიკელებს“ შორის უთანხმოების საკითხს პოლიტსაბჭოს ფორმატშიც განიხილავენ. თუმცა, ვოლსკის განმარტებით, პრემიერი სხდომის ჩატარების თარიღზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა. „პრემიერმა კორექტულობისაკენ მოუწოდა არანაკლებ „მრეწველებისა “ „რესპუბლიკელებსაც“, რომ განცხადებების დროს დავიცვათ კორექტულობა, გამომდინარე პოლიტიკური მნიშვნელობიდანაც და პიროვნული ურთიერთობიდან, რომელიც გუნდს უნდა ახასიათებდეს. ვფიქრობ, კოალიციურობასთან დაკავშირებით კითხვები არ იქნება, მაგრამ ამ საკითხს უახლოეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავუბრუნდებით“,-განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ ფრაქციის შეხვედრა პრემიერთან საკმაოდ საქმიანი იყო, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მომავალ საკომიტეტო მუშაობაზეც იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)