|
2016-02-28 17:56:10, 446 ნახვა
პოლიტიკა
ბესელიას ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენი ტყიბულელ მაღაროელებთან შეხვედრას აპირებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე 20-ზე მეტი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის ტყიბულში განვითარებული მოვლენები იყო. ბესელიას განცხადებით, აღინიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენი ტყიბულში ჩასვლასა და გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრას აპირებს. „ძალიან ბევრი საკითხი იყო, რომელსაც შევეხეთ. 20-ზე მეტი საკითხი იყო, რომელზეც შევეცადეთ პრინციპული სიახლეები პრემიერთან გაგვევლო. ეს იყო მიმდინარე საკანონმდებლო საკითხები, გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტულ თემებზე, ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, ასევე ტყიბულში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. რაც მნიშვნელოვანია, პრემიერმა თქვა, რომ ეს პროცესი ახლა კონსესუსისკენ მიდის გაფიცულ პირებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენი აპირებს ჩავიდეს, შეხვდეს მათ და კონკრეტული წინადადებები იყოს განხილული“,-განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)