|
2016-02-28 16:30:22, 423 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: კოალიციას და არცერთ დეპუტატს საფრთხე არ ემუქრება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე გოგი თოფაძესა და „რესპუბლიკელებს“ შორის დაპირსიპირების თემა ძირითადი განსახილველი საკითხი არ ყოფილა. როგორც ხუნდაძემ სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დროის უმეტესი ნაწილი მომავალ საკომიტეტო საქმიანობაზე მსჯელობას დაეთმო. ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და არცერთ დეპუტატს საფრთხე არ ემუქრება. „არავითარ კანდიდატურებზე მსჯელობა არ ყოფილა. შევჯერდით ძალიან ბევრ საკითხზე. ძირითადად ეს იყო მომავალი საკომიტეტო საქმიანობები. თითოეულ კომიტეტში ის განსახილველი ძირითადი საკითხები, რასაც თითოეული კომიტეტი გეგმავს, რომ უახლოეს პლენარულ სხდომაზე იქნას განხილული. ჯანდაცვის კომიტეტში იყო ბევრი აქტუალური საკითხი მათ შორის ჩემი მხრიდან იყო დაყენებული საკითხი ორ მნიშვნელოვან თემაზე-დაბერების პოლიტიკის დოკუმენტზე და დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტზე იყო მსჯელობა. გოგი თოფაძესა და „რესპუბლიკელების“ თემა ძირითადი განსახილველი საკითხი არ ყოფილა, თუმცა შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული პოლიტსაბჭოს ფორმატში, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. კოალიციას საფრთხე არ ემუქრება, არცერთ დეპუტატს საფრთხე არ ემუქრება და ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებიდან იქნება მიღებული“,-განაცხადა ხუნდაძემ. მისივე ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)