02:22 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 22:02:36, 345 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე: ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია - მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი

ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია - მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ შედგა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს უნდა გავახსენოთ, რომ მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება საბედნიეროდ, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

„პრინციპში, სალომე ზურაბიშვილის „კომპეტენცია“, მისი ცოდნა იურისპრუდენციაში, ლოგიკა და გადმოცემის უნარი ისეთი დიადი და მასშტაბურია, რომ არჩევნების შეფასების მხოლოდ მისეულ შეჯამებას უნდა ვენდოთ.

ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია - მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს...

მოდით აქვე გავახსენოთ, რომ მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება საბედნიეროდ, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს“, - წერს ნინო წილოსანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics