|
2016-02-28 14:28:59, 453 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: ძალიან კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი ფრაქციის სხდომას დაესწრება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ ფიქრობს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტი უნდა დატოვოს. როგორც მეჭიაურმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ფრაქციის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრე არც მაშინ იყო, როცა გოგი თოფაძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვდნენ. „რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრე არც მაშინ ვიყავი, როცა თოფაძისთვის მოითხოვდნენ პარლამენტის დატოვებას და არც ახლა ვარ“,-აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა. მეჭიაურის თქმით, მისთვის დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ რა საკითხები განიხილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე. „დილის 6 საათზე ჩამოვედი საქართველოში. არ ვიცი, თუ რა საკითხებზე იქნება მსჯელობა. ალბათ, სხვადასხვა საკითხებზე იქნება საუბარი. არ შევხვედრივართ გიორგი კვირიკაშვილს რაც ის გახდა ჩვენი პარტიის ხელმძღვანელი და ალბათ იქნება ყველა საჭირბოროტო საკითხზე საუბარი. ალბათ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის თემაზე ვისაუბრებთ. არ არის გამორიცხული ზოგად კონტურებზეც იყოს საუბარი, პარტიულ სიაზე, თუ კოლაციასთან თანამშრომლობაზე“,-განაცხადა მეჭიაურმა. დეპუტატისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა დღევანდელ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. თუმცა მეჭიაური აღნიშნავს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)