02:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 17:55:14, 372 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქცია რადიკალიზმის ნაწილია, თუმცა რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქცია რადიკალიზმის ნაწილია, თუმცა რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში მიმდინარე აქციას. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, არჩევნების გაყალბების საკითხის წინ წამოწევა ოპოზიციის ცრუ კამპანიაა. 

"აქციებს რაც შეეხება, იმ ფორმით, როგორითაც ვხედავთ, ეს არის რადიკალური ქმედებები რადიკალების მხრიდან. ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, მოსახლეობის უმრავლესობამ მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი და გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე. 

ისინი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ამ ადამიანებს, ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ისინი გამარჯვებულები იყვნენ, შემდეგ, არჩევნების დღეს, ყალბი ეგზიტპოლები აჩვენეს, იზეიმეს კიდეც და შემდეგ უკვე დაიწყეს ცრუ კამპანია, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.

ისიც, რასაც ვხედავთ ჭავჭავაძის გამზირზე, არის რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით კონკრეტული განცხადებების სახით, თუმცა, რადიკალიზმის დრო დამთავრებულია ქვეყანაში,  ყოველთვის იქნება დამარცხებული რადიკალიზმიც და ბოროტებაც",- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics