02:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 17:54:32, 288 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „სახალხო პარლამენტზე“ - თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის

მანდ პრემიერიც სალომე ზურაბიშვილი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, რა პრობლემაა? ორივე ერთად იყოს.  თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეას, რომლის ხელმძღვანელადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება. 

მერის თქმით, „სახალხო მთავრობა“ დღეს „ქართული ოცნების“ სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს.

„სახალხო მთავრობა დღეს წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ჩააბარა მმართველობა და ის წარმოადგენს და იცავს ქვეყნის ინტერესს. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, სიმშვიდეს, ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და რაც უნდა შემოტევა იყოს, რაც უნდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდეს, იყოს მუქარები, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ ეროვნულ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics